მასიამილიანო ალეგრი ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელია.
იტალიურმა გრანდმა ამის შესახებ ინფორმაცია თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.
“იუვენტუსს” ალეგრის კონტრაქტის დეტალები არ გაუსაჯაროებია, მაგრამ იტალიური მედიის ინფორმაციით 53 წლის სპეციალისტმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მან ანდრეა პირლო შეცვალა, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან დღეს დაითხოვეს.
ალეგრი “იუვენტუსს” 2014-2019 წლებშიც ავარჯიშებდა და გუნდს იტალიის ჩემპიონატი ზედიზედ 5-ჯერ მოაგებინა, ხოლო იტალიის თასი – ოთხჯერ.
გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით ტურინელებმა 2-ჯერ იტალიის სუპერთასს დაეუფლნენ, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, მაგრამ ჯერ “ბარსელონასთან” წააგეს, შემდეგ – “რეალთან”.





