მადრიდის „რეალმა“ დავიდ ალაბას ტრანსფერი დაადასტურა.
ესპანური გრანდის ინფორმაციით, ავსტრიელმა ფეხბურთელმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ალაბა, რომელიც 28 წლისაა, 2009-2021 წლებში მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობდა და 431 მატჩში 33 გოლი გაიტანა.
მას „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2020-2021 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დაუმთავრდა და ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა.
ალაბა ავსტრიის ეროვნულ ნაკრებში 2009 წლიდან გამოდის და 79 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღო.





