რომის „ლაციოს“ მთავარი მწვრთნეი სიმონე ინძაგი მილანის „ინტერის“ გაძღოლას დათანხმდა, იუწყება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
45 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ბოლო მომენტში „ლაციოსთან“ თანამშრომლობა იუარა, არადა, კლუბის ხელმძღვანელებთან 2024 წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სიტყვიერად შეთანხმებული იყო.
თუმცა, მილანის „ინტერიდან“ ანტონიო კონტეს წასვლის შემდეგ, „ნერაძურის“ მეპატრონეები ინძაგის დაუკავშირდნენ და გუნდის გაწვრთნა შესთავაზეს.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „ინტერი“ ინძაგის ახალ მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად უახლოეს ხანში წარადგენს.
იტალიის ეროვნული ნაკრების ექსფორვარდი „ლაციოს“ 2016 წლიდან ავარჯიშებდა და იტალიის თასის გარდა, ორჯერ იტალიის სუპერთასი მოაგებინა.
