გერმანული „ვოლფსბურგის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი მარკ ვან ბომელი იქნება, იუწყება გამოცემა De Telegraaf.
44 წლის ვან ბომელი კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ის „ვოლფსბურგში“ ორ ასისტენტსა და ვიდეოანალიტიკოსს მიიყვანს.
ნიდერლანდელისთვის, რომელიც 2006-2011 წლებში „ბაიერნში“ თამაშობდა, ეს მთავარ მწვრთნელად მუშაობის მეორე შანსია. ის 2018 წელს სათავეში პსვ-ს ჩაუდგა, სადაც 6 სეზონი თამაშობდა, მაგრამ 2019 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.
ვან ბომელი „ვოლფსბურგში“ ოლივერ გლასნერს შეცვლის, რომელიც ფრანკფურტის „აინტრახტის“ თავკაცად დაინიშნა.
„ვოლფსბურგმა“ გერმანიის ბუნდესლიგის 2020-2021 წლების სეზონში მე-4 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
