იტალიის სერია A-ს დასრულების შემდეგ „ნაპოლიდან“ გაშვებული ჯენარო გატუზო უმუშევარი დიდი ხანი არ დარჩენილა.
43 წლის იტალიელი სპეციალისტი მომავალი სეზონიდან ფლორენციის „ფიორენტინას“ გაწვრთნის.
გატუზომ ფლორენციელთა თავკაცის თანამდებობაზე ჯუზეოე იაკინი შეცვალა, რომელიც გუნდს მიმდინარე წლის მარტიდან ავარჯიშებდა.
გასულ სეზონში „ფიორენტინამ“ იტალიის ჩემპიონატში მე-13 ადგილი დაიკავა.
