კრიშტიანუ რონალდუ ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლიდან მესამე სეზონში სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
36 წლის პორტუგალიელმა 2020-2021 წლების სეზონში ჩატარებულ 33 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
მეორე ადგილზე „ინტერის“ ბელგიელი ფორვარდი რომალუ ლუკაკუ (24 გოლი) გავიდა, ხოლო მესამეზე – „ატალანტას“ კოლუმბიელი თავდამსხმელი ლუის მურიელი (22 გოლი).
რონალდუ ბოლო 13 წლის მანძილზე „იუვეს“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ს საუკეთესო გოლეადორის წოდება მოიპოვა.
რონალდუმდე ტურინელთა ბოლო მოთამაშე, ვინც იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირის პრიზი მოიპოვა ალესანდრო დელ პიერო იყო 21 გოლით.
რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში პირველია, რომელმაც ევროპის ტოპ-5 ლიგიდან სამში საუკეთესო ბომბარდირობა მოახერხა.
მანამდე, ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო „რეალში“ თამაშის დროს 3-ჯერ იმავე ესპანეთის ლა ლიგაში გააკეთა.
