ნიკა ნინუამ საბერძენთში პირველი ტიტული მოიგო.
პაოკ-მა, რომელშიც ქართველი ნახევარმცველი გამოდის, დაძაბულ ორთაბრძოლაში „ოლიმპიაკოსი“ 2:1 დაამარცხა.
განვლილი მატჩის 36-ე წუთზე ანგარიში პაოკ-ის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ვიერინიამ პენალტიდან გახსნა.
50-ე წუთზე საპასუხო ბურთი „ოლიმპიაკოსის“ ფრანგმა შუახაზელმა მვილამ გაიტანა.
პაოკ-მა მატჩი 90-ე წუთზე მოიგო, როდესაც მეტოქის კარი ჩეხმა თავდამსხმელმა მიხალ კრმენჩიკმა აიღო.
ნინუა, რომელიც პაოკ-ში 2020 წლის ზაფხულში თბილისის „დინამოდან“ გადავიდა, თასის ფინალში განაცხადში არ იყო.
მან საბერძნეთში ჩატარებულ თავის სადებიუტო სეზონში ჩემპიონატში 9-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე გამართულ 3 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.
პაოკ-მა არსებობის ისტორიაში თასი საერთო ჯამში მერვედ მოიგო, ხოლო ბოლო 5 წელიწადში – მეოთხედ.
