„ლოკომოტივმა“ ლიდერს სძლია და მოგებათა სერია გაზარდა

0
17

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გათამაშების ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია თბილისის „ლოკომოტივთან“ შეწყდა.

გია გეგუჩაძის გუნდი ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ სტუმრად გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილს თბილისის „ლოკომოტივთან“ დამარცხდა.

საგურამოში გაამრთული დაპირისპირება საინტერესო და სანახაოებრივი აღმოჩნდა. ორივე გუნდს შექმნილი საგოლე მომენტები უფრო ხეირიანად რომ გამოეყენებინა, ანგარიშიც განსხვავებული იქნებოდა.

მატჩის მე-3 წუთზე, ირაკლი აზაროვმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი და მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ მიიჩნია, რომ თორნიკე კირკიტაძემ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი დანიშნა, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა გამოიყენა – 0:1.

36-ე წუთზე, „ლოკომოტივმა“ სტანდარტული გაითამაშა და ბექა დარცმელიამ კარგი პასით მეტოქის საჯარიმოში კირკიტაძემ მოძებნა, რომლის თავურის მერე ლაზარე კუპატაძემ ბურთი მოიგერია, ხოლო გურამ კაშიამ ასევე თავით ზუსტად დაამატა – 1:1.

62-ე წუთზე, დარცმელიამ მარცხენა ფლანგიდან საუცხოო პასი გააკეთა სტუმართა საჯარიმოში, სადაც მყოფმა ირა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გათამაშების ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია თბილისის „ლოკომოტივთან“ შეწყდა.

გია გეგუჩაძის გუნდი ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ სტუმრად გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილს თბილისის „ლოკომოტივთან“ დამარცხდა.

საგურამოში გაამრთული დაპირისპირება საინტერესო და სანახაოებრივი აღმოჩნდა. ორივე გუნდს შექმნილი საგოლე მომენტები უფრო ხეირიანად რომ გამოეყენებინა, ანგარიშიც განსხვავებული იქნებოდა.

მატჩის მე-3 წუთზე, ირაკლი აზაროვმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი და მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ მიიჩნია, რომ თორნიკე კირკიტაძემ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი დანიშნა, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა გამოიყენა – 0:1.

36-ე წუთზე, „ლოკომოტივმა“ სტანდარტული გაითამაშა და ბექა დარცმელიამ კარგი პასით მეტოქის საჯარიმოში კირკიტაძემ მოძებნა, რომლის თავურის მერე ლაზარე კუპატაძემ ბურთი მოიგერია, ხოლო გურამ კაშიამ ასევე თავით ზუსტად დაამატა – 1:1.

62-ე წუთზე, დარცმელიამ მარცხენა ფლანგიდან საუცხოო პასი გააკეთა სტუმართა საჯარიმოში, სადაც მყოფმა ირაკლი სიხარულიძემ ვარდნაში ზუსტად დაარტყა – 2:1.

დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა და „ლოკომოტივმა“ ჩემპიონატში მიჯრით მეოთხე თამაში მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ ამ გუნდების დაპირისპირება პირველ წრეში 1:1 დასრულდა.

კლი სიხარულიძემ ვარდნაში ზუსტად დაარტყა – 2:1.