beIN Sports-ის ჟურნალისტ აშრაფ ბენ აიადის ინფორმაციით, ლიონელ მესი „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხდმა.
„ლიონელ მესიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. მისი ურთიერთობა კატალონიურ კლუბთან გრძელდება“ – დაწერა ჟურნალისტმა თავის ტვიტერის გვერდზე.
33 წლის არგენტინელს „ბარსასთან“ ხელშეკრულება მომავალ წელს ეწურება და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მისი ხილვა თავის რიგებში „მანჩესტერ სიტის“, პსჟ-სა და არაერთ კლუბს სურს.
მესიმ მიმდინარე სეზონში კატალონიელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 47 მატჩი ითამაშა, 38 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა.
გამომდინარე იქიდან, რომ „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი დაკარგა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „ეიბართან“ გასამართ შეხვედრაში გადაწყვიტა მესი დაესვენებინა.
