ლევანდოვსკიმ მიულერის “მუდმივი” რეკორდი დაამხო

0
25

რობერტ ლევანდოვსკის „ბაიერნის“ ლეგენდარული ფორვარდის გერდ მიულერის რეკორდი დაამხო.

გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში მიუნხენელებმა „აუგსბურგს“ 5:2 სძლიეს და პოლონელმა თავდამსხმელმა მატჩის 90-ე წუთზე ბოლო გოლი გაიტანა.

მან 2020-2021 წლების სეზონში ბუნდესლიგაში მეტოქეთა კარი 41-ჯერ აიღო და 1972-1972 წლების სეზონში დამყარებული მიულერის რეკორდი, რომელსაც “მუდმივს” უწოდებდნენ, 1 ბურთით გააუმჯობესა.

პოლონეთის ეროვნული ნაკრების 32 თავდამსხმელს 41 გოლის გასატანად 29 მატჩი დასჭირდა.

ის აწ უკვე დასრულებულ სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ეს ზედიზედ მეოთხედ მოახერხა, რაც რეკორდია.

მეორე ადგილზე ფრანკფურტის “აინტრახტის” პორტუგალუიელი ფორვარდი ანდრე სილვა გავიდა 28 გოლით, ხოლო მესამეზე დორტმუნდის “ბორუსიას” ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი 27 გოლით.

სხვათა შორის, ჰოლანდმა დორტმუნდელთა მაისურით 2020-2021 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 41 თამაშში 41 გოლი გაიტანა.

“ბაიერნი” ბუნდესლიგის ჩემპიონი ზედიზედ მეცხრედ გახდა, ხოლო არსებობის ისტორიაში ტურნირი 31-ედ მოიგო, რაც რეკორდია.