ხვიჩა კვარაცხელიას მამის ბადრის კვარაცხელიას თქმით, ორივეს ოცნება ევროპის წამყვან კლუბში თამაშია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რუსეთიდან წასვლა აუცილებელი ულტიმატუმია.
„ჩემი როგორც მამის ოცნებაა და თავად ხვიჩასი, რომ ევროპის დიდ გუნდში ტრანსფერი შედგეს. ამ მიმართელუბით აგენტი მამუკა ჯუღელი მუშაობს.
საერთოდ, ხვიჩას ყველა საქმით სწორედ აგენტია დაკავებული და მოლაპარაკებას ის აწარმოებს. ამას ხაზს ვუსვამ, რადგან ბოლო პერიოდში ბევრი სხვადასხვა ჭორი ვრცელდება. ჩემი შვილი 12 წლის იყო, როდესაც მამუკა მისი საქმეებით დაკავდა.
თუმცა, არავითარი ულტიმატუმი არ არსებობს. ხვიჩა არ აპირებს ყაზანიდან რაც შესაძლოა სწრაფად წავიდეს და ნებისმიერ მიზეზით. ხვიჩას „რუბინთან“ კონტრაქტი აქვს, რომელსაც პატივს სცემს. მას უხარია, რომ გუნდთან ერთად ევროთასებზე მოხვდა. „რუბინში“ შვილის პროფრესით სავსებით კმაყოფილი ვარ.
ქართულმა მედიამ ჩემი სიტყვების ინტერპრეტაცია არასწორად მოახდინა. დიახ, თავდაპირველად ხვიჩას ევროპაში წაყვანა გვსურდა, რუსეთი ჩვენთვის კარგი ტრამპლინია.
ამას როგორც ყოფილი ფეხბურთელი ვამბობ. რუსეთის პრემიერ ლიგა ხვიჩასთვის მისაღებია. მთავარია თუ როგორ შეიცვალა ხვიჩა სლუცკის ხელში“ – განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანის ტელეგრამ-არხთან.





