ხვიჩა კვარაცხელია: „დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ეს ტრანსფერი მოხდება“

0
69

ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში ან იტალიის სერია A-ს კლუბებში სათამაშოდ მზადაა, მაგრამ ჯერ ეს მხოლოდ ოცნებაა, რომლის ახდენაც გააბედნიერებს.

მან ამის შესახებ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანის ტელეგრამ-არხთან ისაუბრა.

-შენთვის რუსეთის პრემიერ ლიგა უკვე წარსულია და ნამდვილად მიდიხარ?

-რუსული ფეხბურთის უზომოდ მადლიერი ვარ. სერიოზული მოთამაშე სწორედ აქ გავხდი. მადლობა სიომინსა და სლუცკის, რომ უფრო გამაძლიერეს. მადლობა „რუბინს“ ასეთი კარგი სეზონისთვის.

კლუბთან დადებულ კონტრაქტს პატოვს ვცემა და ვიდრე ის ძალაშია, ყველა პირობას დავიცავ. აგენტისთვის არ მიმითითებია, რომ ამ ზაფხულს რუსეთიდან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა წავიდე.

ევროპაში თამაში მსურს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ეს ტრანსფერი მოხდება. როდის არ ვიცი – შესაძლოა ზაფხულში. ასეა თუ ისე, რუსეთი, პრემიერ ლიგა და „რუბინი“ სამუდამოდ ჩემს გულშია.

-ევროპის ტოპ-კლუბში სათამაშოდ მზად ხარ – მაგალითად პრემიერ ლიგის ან სერია A-ს?

-დიახ, მზად ვარ. ასეთი დონის გუნდებში თამაშზე ვოცნებობ და თუ იქ მოვხვდები ბედნიერი ვიქნები. თუმცა, ეს მხოლოდ ოცნებაა.

ახლა „რუბინის“ გენერალურ დირექტორი საიმანოვსა და ჩემს აგენტს ველოდები.