შვედებმა ევროპის პირველობისთვის სია გამოაქვეყნეს

0
29

შვედეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანდერსონის 26-კაციანი სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: კარლ-იოჰან იონსონი (კოპენჰაგენი, დანია), კრისტოფერ ნორდფელდტი (გენჩლერი, თურქეთი), რობინ ოლსენი (ევერტონი, ინგლისი);

მცველები :ლუდვიგ აუგუსტინსონი (ვერდერი, გერმანია), მარკეუ დანიელსონი (დალიან იფანი, ჩინეთი), ანდრეას გრანკვისტი (ჰელსინგბორგი), ფილიპ ჰელანდერი (რეინჯერსი, შოტლანდია), პონტუს იანსონი (ბრენტფორდი, ინგლისი), ემილ კრაფტი (ნიუკასლი, ინგლისი), მიკაელ ლეუშტიგი (აიკ), ვიქტორ ლინდელოფი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), მარტინ ოლსონი (ჰელსინგბორგი);

ნახევარმცველები : იენს კაიუსტე (მიდტიულანდი, დანია), ვიქტორ კლასონი (კრასნოდარი, რუსეთი), ალბინ ეკდალი (სამპდორია, იტალია), ემილ ფორსბერგი (ლაიპციგი, გერმანია), დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი, იტალია), სებასტიან ლარსონი (აიკ), კრისტოფერ ოლსონი (კრასნოდარი, რუსეთი), რობინ კაისონი (მაინცი, გერმანია), კენ სემა (უოტფორდი, ინგლისი), მატიას სვანბერგი (ბოლონია, იტალია), გუსტავ სვენსონი (სიეტლ საუნდერსი, MLS).

თავდამსხმელები: მარკუს ბერგი (კრასნოდარი, რუსეთი), ალექსანდერ ისაკი (რეალ სოსიედადი, ესპანეთი), ჯორდან ლარსონი (სპარტაკი, რუსეთი).

შვედეთი ევრო 2020-ზე E ჯგუფში ესპანეთთან, სლოვაკეთთან და პოლონეთთან ერთად ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ შვედეთი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეა და პირველი თამაში  შინ 1:0 მოუგო.