კარიმ ბენზემა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის 26 მოთამაშის სია გამოაქვეყნა, რომელში მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელიც მოხვდა.
ბენზემა „სამფეროვანთა“ შემადგენლობიდან 2015 წელს მატიე ვალბუენასთან კონფლიქტის გამო მოკვეთეს.
გამოძიება ეჭვობს, რომ 33 წლის ფეხბურთელი როგორც შუამავალი მოქმედებდა და ვალბუენას ფულის გადახდას აიძულებდა შანტაჟისტებისთვის, რათა მათ ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერი არ გამოექვეყნებონათ, რომელშიც მატიე მონაწილეობდა.
ამის გამო, ბენზემამ და ვალბუენამ ევრ0-2016 გამოტოვეს. გარდა ამისა, ფრანგების თავკაცმა დიდი დეშამმა ბენზემა მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატზეც არ წაიყვანა.
ბენზემამ ნაკრებში 2007-2015 წლებში 81 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.
