მანჩინიმ იტალიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

0
33

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ევრო-2020-ისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ იმ 33 მოთამაშის სია გამოაქვეყნა, რომლებიც შეკრებაზე გამოცხადდებიან.

მანჩინი მათ შორის 26 ფეხბურთელს შეარჩევს, რომლებიც ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე გაემგზავრებიან.

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ტორინო), ალესიო კრანიო (კალიარი).

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ალესანდრო ფლორენცი (პსჟ), მანუელ ლაცარი (ლაციო), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ლეონარდო სპინაცოლა (რომა), რაფაელ ტოლოი (ატალანტა).

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), გაეტანო კასტროვილი (ფიორენტინა), ბრაიან კრისტანტე (რომა), მანუელ ლოკატელი (სასუოლო), ლორენცო პელეგრინი (რომა), მატეო პესინა (ატალანტა), სტეფანო სენსი (ინტერი), მარკო ვერატი (პსჟ).

თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), ჩირო იმობილე (ლაციო), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ვინჩენცო გრიფო (ფრაიბურგი), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მოიზე კინი (პსჟ), მატეო პოლიტანო (ნაპოლი), ჯაკომო რასპადორი (სასუოლო).

იტალიის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში შვეიცარიასთან, თურქეთთან და უელსთან ერთად ითამაშებს.

ევრო-2020 11 ივნისს, რომში იტალია-თურქეთის მატჩით გაიხსნება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ჩატარდება.