„ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელი სტივ ბრიუსი აპრილში ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
პრემიერ ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივრებსა და საფეხბურთო ექსპერტებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში, 60 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა სემ ელერდაისს („ვესტ ბრომვიჩი“), მარსელო ბიელსას („ლიდსი“) და ოლე გუნარ სულშერს („მანჩესტერ იუნაიტედი“ აჯობა.
გასულ თვეში ბრიუსის გაწვრთნილებმა 2 მატჩი მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს, რის წყალობით პრემიერ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.
აპრილში „ნიუკასლმა“ „ბარნლი“ (2:1) და „ვესტ ჰემი“ (3:2) დაამარცხა, ხოლო „ტოტენჰემთან“ (2:2) და „ლივერპულთან“ (1:1) ფრედ ითამაშა.





