ლევანდოვსკიმ მიულერის რეკორდი გაიმეორა

0
25

რობერტ ლევანდოვსკიმ მიუნხენის „ბაიერნის“ ლეგენდარული ფორვარდის გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა.

გერმანიის ბუნდესლიგის 33-ე ტურში „ბაიერნი“ სტუმრად „ფრაიბურგს“ (2:2) დაუზავდა და ბავარიელთა შემადგენლობაში ერთი გოლი პოლონელმა ფორვარდმა გაიტანა.

32 წლის ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში მეტოქეთა კარი 40-ჯერ აიღო და მიულერის მიერ 1971-1972 წლების სეზონში ნაჩვენები მიღწევა გაიმეორა.

მან გოლის აღნიშვნის დროს მაისური აიწია და მეორე მაისური გამოაჩინა, რომელზე ეწერა: „გერდი ყოველთვის“.