სტივენ ჯერარდი შოტლანდიის საუკეთესო მწვრთნელია

0
20

„გლაზგო რეინჯერსის“ თავკაცი სტივენ ჯერარდი შოტლანდიაში წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

40 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა გლაზგოელებს შოტლანდიის პრემიერ ლიგა 10-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა.

„რეინჯერსს“ ჩემპიონატში ჩატარებული 37 მატჩიდან არცერთი წაუგია – 31 გამარჯვება და 6 ფრე, 88 გატანილი გოლი და 13 გაშვებული.

„რეინჯერსმა“ შოტლანდიის პრემიერ ლიგა 55-ჯერ მოიგო და მსოფლიო რეკორდის მფლობელია.

ჯერარდი „რეინჯერსს“ 2018 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებს.