მოსკოვის ცსკა-მ, სადაც თორნიკე შენგელია გამოდის VTB ლიგის პლეი-ოფის მეორე შეხვედრა სტუმრად “ნიჟნი ნოვგოროდთან” 72:76 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 25:59 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 4 ორქულიანი და 7-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
მატჩი დაძაბულად წარიმართა და ნიჟნი ნოვგოროდმა ბოლო პერიოდი 5 ქულით მოიგო, რითიც სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
მასპინძლებს ანტონ ასტაპკოვიჩმა ულიდერა, რომელმაც ცსკა-ს 19 ქულა ჩაუგდო. მეოთხედფინალური დაპირისპირების ბოლო მატჩი 16 მაისს ცსკა-ს არენაზე გაიმართება და შენგელიას გუნდი ნახევარფინალის საგზურის მოპოვებას იმ შეხვედრაში შეეცდება.
