სიჭინავა კლუბის შეცვლაზე ფიქრობს

0
22

უკრაინის „ინგულეცის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა სიჭინავამ შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი დატოვოს.

„ინგულცთან“ კონტრაქტი მიმთავრდება და შესაძლოა, სხვა კლუბში წავიდე. თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

არცთუ ცუდი სეზონი ჩავატარეთ და მთავარია, დასახული ამოცანა გადავჭერით – „ინგულეცი“ უკრაინის პრემიერ ლიგაში დარჩა. დასკვნით ტურში „შახტართან“ ვთამაშობთ და იმედია, ფეხბურთის მოყვარულებს ზეიმს ვაჩუქებთ“ – იუწყება 26 წლის ქართველი ფეხბურთელის ნათქვამს უკრაინული მედია.

სიჭინავა უკრაინის პრემიერ ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და 21 მატჩში 6 გოლის გაიტანა, პლუს 1 საგოლე პასი გააკეთა.

ის „ინგულეცში“ 2016-2017 წლების სეზონიდან გამოდის და შარშან უკრაინის პირველ ლიგაში გატანილი 17 ბურთით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა.