მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკს გერმანიის ეროვნული ნაკრების გაწვრთნა შესთავაზეს.
Abendzeitung München-ის ინფორმაციით, გერმანიის საფეხბურთო კავშირს სურს, რომ 56 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე გააფორმოს, რომელიც გერმანიაში ჩატარდება.
თავად ფლიკს მოსწონს იდეა, რომ გერმანელებს მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატსა და ევრო-2024-ზე უხელმძღვანელოს.
მისთვის ნაკრებში მუშაობა უცხო არაა, რადგან 2006-2014 წლებში იოახიმ ლიოვის თანაშემწე იყო.
მან ევრო-2008 წლის მეოთხედფინალში მთავარი მწვრთნელის მოვალეობაც შეასრულა, როდესაც გერმანიამ პორტუგალიას 3:2 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.





