ნოიერმა კანის რეკორდი გაიმეორა

0
12

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში მიონხენგლადბახის „ბორუსია“ 6:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეცხრედ მოიგო.

განვლილ შეხვედრაშ მიუნხენელთა კარს მანუელ ნოიერი იცავდა, რომელმაც ბუნდესლიგაში კარი „მშრალად“ 204 მატჩში შეინახა და ამ მაჩვენებლით ბავარიელთა კარის ყოფილ დარაჯ ოლივერ კანს გაუთანაბრდა, რომელიც ამჟამად კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრია.

თუმცა, ნოიერმა ნახსენები რეკორდის დასამყარებლად კანზე 120 მატჩით ნაკლები ჩაატარა. მან ბუნდესლიგაში 473-ჯერ ითამაშა, ხოლო კანმა – 557-ჯერ.