კვარაცხელია აპრილში „რუბინში“ საუკეთესოა

0
28

ხვიჩა კვარაცხელია აპრილის თვეში ყაზანის „რუბინის“ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ყაზანური კლუბის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ, გულშემატკივრების 90 პროცენტმა მხარი 20 წლის ქართველ გარემარბს დაუჭირა.

გასულ თვეში კვარაცხელიამ სამი თამაში ჩაატარა და „რუბინმა“ სამივე მოიგო, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა „სოჩისთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ხვიჩამ 18 აპრილს „ურალთან“ (1:0) თამაშის დროს ტრავმა მიიღო და შესაძლოა ამ სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშოს.

კვარაცხელია მიმდინარე სეზონში “რუბინის” საუკეთესო მოთამაშედ მეოთხედ აღიარეს. მანამდე, ის გულშემატკივრების რჩეული აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში გახდა.