გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში საკუთარ ანგარიშზე კიდევ ერთი გოლი ჩაიწერა.
„სერენმა“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გამოდის, ბელგიის უმაღლეს დივიზიონში დასაწინაურებლად გამართულ პლეი-ოფის პირველ მატჩში სტუმრად „ვასლანდ ბევერენთან“ 1:1 ითამაშა.
მასპინძლებმა 65-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყეს, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მიქაუტაძემ ასევე პენალტიდანა ანგარიში გაათანაბრა.
მან ამ სეზონში თავისი მე-20 გოლი გაიტანა. მიქაუტაძე ბელგიის რანგით მეორე დივიზიონში საუკეთესო ბომბარდირი გახდა და „სერენის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„სერენი“ „ვასლანდ-ბევერენთან“ საპასუხო თამაშს 8 მაისს ჩაატარებს.
