იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში მილანის „ინტერი“ სტუმრად „კროტონეს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
მილანელებიდან ანგარიში 69-ე წუთზე კრისტიან ერიქსენმა გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მასპინძლების კარი აშრაფ ჰაკიმიმ აიღო.
„ინტერმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-15 თამაში არ წააგო – 12 გამარჯვება და 3 ფრე.
მილანელებმა 82 ქულა დააგროვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურინის „იუვენტუსმა“, რომელსაც 66 ქულა აქვს, ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ოქროს მედლების მოპოვების თეორიული შანსი დაკარგა.
„იუვენტუსმა“ სერია A ზედიზედ 9-ჯერ მოიგო და ამ წარმატებას საფუძველი „ინტერის“ ამჟამინდელმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ 2011-2012 წლების სეზონიდან ჩაუყარა, როდესაც გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე მიჯრით 3-ჯერ გაიყვანა.
თუ დღეს ბერგამოს „ატალანტა“ სტუმრად „სასუოლოს“ ვერ დაამარცხებს, მაშინ „ინტერი“ გაჩემპიონდება.
„კროტონეს: რაც შეეხება, სერსე კოსმის გუნდმა ბოლო 8 თამაშიდან 7 წააგო და 13 ქულით მე-17 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონს ქვედა ლიგაში დაიწყებს.
