გერმანიის თასისთვის „ბორუსია“ და „ლაიფციგი“ იბრძოლებენ

0
21

გერმანიის თასის ორივე ფინალისტის ვინაობა ცნობილია.

დორტმუნდის „ბორუსიამ“ თავის მოედანზე მეორე ბუნდესლიგის „ჰოლშტაინ-კილი“ 5:0 გაანადგურა და ფინალის საგზური მოიპოვა.

მასპინძლებიდან დუბლი რეინამ შეასრულა, ხოლო თითო გოლი როისმა. ტორგან აზარმა და ბილინგემმა გაიტანეს.

დორტმუნდელები თასისთვის გადამწყვეტ მატჩში „ლაიფციგს“ დაუპირისპირდებიან, რომელმაც მანამდე ბრემენის „ვერდერს“ სტუმრად 2:1 აჯობა.

გერმანიის თასის ფინალი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ 13 მაისს ჩატარდება.