ამსტერდამის „აიაქსი“ ნოდერლანდების ჩემპიონი ნაადრევად გახდა.
31-ე ტურში ამსტერდამელებმა „ემენი“ 4:0 დაამარცხეს და ერედივიზიონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ოქროს მედლები გაინაღდა. მეორე ადგილზე მყოფ პსვ-ს კონკურენტის დაწევის თეორიული შანსი არ აქვს.
„აიაქსმა“ ნიდერლანდების ჩემპიონატი 35-ედ მოიგო, რაც რეკორდია.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ნიდერლანდების პირველობა კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა და ჩემპიონი არ გამოვლინდა.
მანამდე, 2018-2019 წლების სეზონში ოქროს მედლები „აიაქსმა“ მოიპოვა.
