
იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში „ლაციომ“ შინ „ჯენოა“ 4:3 დაამარცხდა.
ეს გამარჯვება რომაული კლუბისთვის ისტორიული აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ მანამდე „ლაციოს“ არსებობის ისტორიაში ზედიზედ 11 მატჩი სახლში არასოდეს მოუგია.
„ლაციო“ 64 ქულით იტალიის ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა და სიმონე ინძაგის გაწვრთნილი გუნდი მე-5 პოზიცაზე მყოფ „იუვენტუსს“ 2 ქულით ჩამორჩება.
