ოსკარ მინგესამ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.
20 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა კატალონიელებთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე დადო. მისი ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა/
მინგესას „ბარსელონაში“ დებიუტი 2020 წლის ნოემბერში ჰქონდა და მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
ის კატალონიური კლუბის აღზდილია და პირველ გუნდში დაწინაურებამდე „ბარსელონა B“- ში თამაშობდა.
