ბათუმელებმა აჭარულ დერბიში „შუქურა“ გაანადგურეს

0
24

ბათუმის „დინამომ“ ზედიზედ ორი შეხვედრის ვერმოგების შემდეგ ჯავრი ქობულეთის „შუქურაზე“ იყარა და ზესტაფონში გამართულ აჭარულ დერბიში 8:1 გაანადგურა.

მატჩის მე-15 წუთზე ანგარიში ქობულეთელმა ლევან ინგოროყვამ გახსნა. თუმცა, ამ გოლმა ბათუმელები ეტყობა ძალიან გააღიზიანა და თითო ტაიმში მეტოქის კარი 4-4 ჯერ აიღეს.

მე-20 წუთზე საპასუხო გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა. სამ წუთში ჯაბა ჯიღაური პასით ავსტრიელმა ლეგიონერმა ლუკას გროზურეკმა იხეირა. მან 28-ე წუთზე ქობულეთელთა კარი კიდევ ერთხელ აიღო. 43-ე წუთზე თავი გიორგი ფანცულაიამ გამოიჩინა, რომელმაც ბენჟამინ ტეიდის გადაცემით ისარგებლა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში გიორგი ნავალოვსკიმ ასისტენტობა ჯიღაურს გაუწია, რომელმაც თანაგუნდელს გარჯა სათანადოდ დაუფასა.

72-ე წუთზე დუბლი უკვე ფანცულაიამ შეასრულა, რომელსაც მამუჩაშვილმა უპასა. 76-ე წუთზე ბათუმელთა რიგებში მესამე დუბლი ავტორი ჯიღაური აღმოჩნდა, რომელიც შედეგიან გადაცემით ტეიდმა მოამარაგა.

89-ე წუთზე შეხვედრაში წერტილი გიორგი ზარიამ დასვა – ამ უკანასკნელმა ირაკლი აზაროვის გადაცემით ისარგებლა.

ბათუმის „დინამომ“ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ მატჩში 8 გოლზე მეტი ერთხელ გაიტანა, როცა 1996 წლის 18 მარტს უმაღლეს ლიგაში სახლში ყვარლის „დურუჯი“ 11:0 დაამარცხა.