ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბათუმში გამართავს.
“მნიშვნელოვანია, რომ ნაკრების შეხვედრები მხოლოდ თბილისში არ იმართებოდეს. ამხანაგური მატჩები ქუთაისსა და გორში უკვე ჩავატარეთ.
შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს ბათუმის ახლად გახსნილი, არაჩვეულებრივი მინდვრის საფარი უმასპინძლებს. რვა მაისს, ამ არენაზე საშინაო შეხვედრას ბათუმის “დინამო” გამართავს.
მაყურებელთან ერთად თამაშის მნიშვნელობა ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრაში კარგად გამოჩნდა. იმედია, შემოდგომაზე ისეთი სიტუაცია იქნება, მაქსიმალურად ბევრი მაყურებლის დასწრებას შევძლებთ”- განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ბათუმი არენაზე:
2 სექტემბერი
საქართველო – კოსოვო
9 ოქტომბერი
საქართველო – საბერძნეთი
11 ნოემბერი
საქართველო – შვედეთი

მიმინარე წლის ოფიციალურ მატჩებამდე, ვილი სანიოლის გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს. 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტის სტადიონზე ჩვენი გუნდი რუმინეთს დაუპირისპირდება. 6 ივნისს კი, ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის ამხაგანური მატჩი შედგება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 2021 წლის მატჩების სრული განრიგი
ამხანაგური მატჩები
2 ივნისი
რუმინეთი – საქართველო
6 ივნისი
ნიდერლანდები – საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
2 სექტემბერი
საქართველო – კოსოვო
5 სექტემბერი
ესპანეთი – საქართველო
9 ოქტომბერი
საქართველო – საბერძნეთი
12 ოქტომბერი
კოსოვო – საქართველო
11 ნოემბერი
საქართველო – შვედეთი
