„არსენალის“ გარემარბი ევროპა ლიგაში კვირის მოთამაშეა

0
21

ლონდონის „არსენალის“ გარემარბი ბუკაიო საკა ევროპა ლიგის 1/4-ფინალების საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

„არსენალმა“ 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად პრაღის „სლავია“ 4:0 დაამარცხა და საკამ გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა, თავის გუნდში ერთ-ერთი გამორცეული იყო.

უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში 19 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა ედინ ჯეკოს („რომა“), ხერარდ მორენოს („ვილიარეალი“) და ერონ ვან-ბისაკას („მანჩესტერ იუნაიტედი“) აჯობა.

საკა მიმდინარე სეზონში „არსენალში“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 38 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

„არსენალი“ ევროპა ლიგის 1/2-ფინალში „ვილიარეალს“ შეხვდება – პირველი თამაში 29 აპრილს ესპანეთში გაიმართება, ხოლო საპასუხო 6 მაისს – ლონდონში.