მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილე აიცრება

0
19

კატარის მთავრობა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ყველა მონაწილის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას გეგმავს.

ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა მინისტრამ მოჰამედ ბენ აბდერახმან ალ-ტანიმ განაცხადა.

„ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს ვაქცინის ყველა მწარმოებელთან იმის თაობაზე თუ როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვინც ჩამოვა აცრილი იქნება. ახლა მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვაქცინაციის პროგრამა მუშავდება.

იმედია, კოვიდისგან თავისუფალ ჩემპიონატს ჩავატარებთ. ასევე, გვეიმედება, რომ პანდემია გლობალური მასშტაბით შემცირდება და გაქრება“ – განაცხადა ალ-ტანიმ კონფერენცია Raisina Dialogue-ს დროს.