რაშფორდმა რონალდუს და ჩარლტონის მიღწევა გაიმეორა – „მანჩესტერმა“ გრანადაში მოიგო

0
23

ევროპა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად „გრანადა“ 2:0 დაამარცხა.

ესპანეთში გამართული შეხვედრის 31-ე წუთზე ანგარიში მარკუს რაშფორდმა გახსნა, ხოლო 90-ე წუთზე ბრუნუ ფერნანდეშმა პენალტიდან საბოლოო წერტილი დასვა.

რაშფორდმა მიმდინარე სეზონში თავისი მე-20 გოლი გაიტანა. მან ინგლისის ჩემპიონატში მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე -6-ჯერ, ევროპის ლიგაში – 2-ჯერ, ხოლო თითო გოლი ინგლისის ასოციაციის თასზე და ინგლისის ლიგის თასზე გაიტანა.

რაშფორდმა ამ სეზონში ევროთასებზე 8 გოლი გაიტანა და ლეგენდარული ბობი ჩარლტონის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეორე ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც ეს შედეგი აჩვენა. ჩარლტონმა ევროთასებზე 8 გოლი 1964-1965 წლების სეზონში მიითვალა.

გარდა ამისა, რაშფორდმა პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს მიღწევა გაიმეორა, რომელმაც თავის ანგარიშზე 8 გოლი ჩემპიონთა ლიგის 2007-2008 წლების სეზონში ჩაიწერა.

23 წლის რაშფორდი ინგლისის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც 2020-2021 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 20 ან მეტი გოლი გაიტანა. მანამდე, ეს ჰარი კეინმა („ტოტენჰემი“, 29 გოლი), მოგამედ სალაჰმა („ლივერპული“, 27 გოლი), ბრუნუ ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“, 24 გოლი).

მარკუსმა თავის კარიერაში 20 ან მეტი ბურთი ზედიზედ მეორე სეზონში გაიტანა. მან გასული სეზონი 22 გოლით დაასრულა.

აქვე გეტყვით, რომ ბრუნუ ფერნადეშმა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2020 წლის იანვარში გადავიდა, ინგლისური გუნდის მაისურით 20 პენალტი დაარტყა და 19 გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში მოწინააღმდეგეები 24-ჯერ დაამწუხრა, მათ შორის 11-ჯერ პენალტის ნიშნულიდან.