ყაზაიშვილის MVP-ს წოდება და ტურის სიმბოლური

0
33
울산문수축구경기장/ K리그1/ 울산현대축구단 vs FC서울/ 울산 바코 득점/ 골 세레머니/ 사진 김재훈

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის უმაღლესი დივიზიონის მე-8 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

განვლილ ტურში, „ულსან ჰიუნდაიმ“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გამოდის შინ „სეულს“ 3:2 აჯობა.

ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანის გარდა, საგოლე პასი მიითვალა.

ის „ულსანს“ ზამთარში შეურთდა და ახალ კლუბში 4 მატჩში ჩაატარა, ხოლო სასტარტოში პირველად „სეულთან“ თამაშში მოხვდა. ვაკომ სამხრეთ კორეის ჩემპიონატში პირველი გოლი სწორედ “სეულთან” გაიტანა.