ზივზივაძის კარგი მატჩი და არჩათვლილი გოლი

0
4

„ჰაიდენჰაიმმა“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 29-ე ტურში „კოტბუსი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსცმელმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. 30-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ზივზივაძე მცველს გაექცა და ძლიერი დარტყმი მეკარისგან მარჯვენა კუთხეში გაიტანა. თუმცა, არბიტრმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და ბუდუზე თამაშგარე დაფიქსირდა.
32-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მყოფმა ზივზივაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა და კარისკენ წასული ბურთი მცველმა დაბლოკა.
მე-40 წუთზე სტუმრები კოპადომ დააწინაურა, ხოლო 49-ე წუთზე საპასუხო ბურთი მჰამდიმ გაიტანა.
59-ე წუთზე ზივზივაძემ დაახლოებით 18 მეტრიდან ძალიან სახიფათოდ დაარტყა და სტუმართა მეკარემ თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან ნახტომში იხსნა. მე-60 წუთზე ქართველ ფეხბურთელს კარის აღების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ თავით მახვილი კუთხიდან ბურთი კარის ბადეს გარედან მოახვედრა. „ჰაიდენჰაიმი“ 15 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი