ევროპა ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩი „გრანადასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ (0:2) შორის მე-6 წუთზე ცოტა ხნით შეწყდა.
ამის მიზეზი ისაა, რომ უმაყურებლოდ მიმდინარე დაპირისპირების დროს, მოედანზე შიშველი წვერიანი მამაკაცი შეიჭრა. მან მოედანი გადაკვეთა, რის შემდეგ ბალახის საფარზე წაიქცა და ამ დროს წესრიგის დამრღვევს სტადიონის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც დაეწიენ.
შიშველი მამაკაცი მოედნიდან გაიყვანეს და ამის შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა.
მოედანზე შეჭრილი მამაკაცი ოლმო გარსიაა – ყოფილი ბიზნესმენი გრანადადნ. სხვათა შორის, ის არაეერთხელ გამჩენილა შიშველი გრანადის სხვადახვა ადგილებში, კერძოდ, ალგამბრას კომპლექსში, სადაც სასახლე და სკვერია განლაგებული, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო საგანძურშია შეტანილი.
