ფლიკის პირველი მარცხი ჩემპიონთა ლიგაში

0
23

მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი შეხვედრა შინ პსჟ-სთან 2:3 წააგო.

განვლილი მატჩის მე-3 წუთზე ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა, ხოლო 28-ე წუთზე მარკინიოსმა თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა.

37-ე წუთზე ჩუპო-მოტინგმა ერთი ბურთი გაქვითა, მე-60 წუთზე კი, თომას მიულერმა ანგარიში გაათანაბრა. 68-ე წუთზე მბაპემ დუბლი შეასრულა და პსჟ-ს მოაგებინა. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 13 აპრილს ჩატარდება.

ჰანს-დიტერ ფლიკმა „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი თამაში წააგო. ის გუნდს 2019 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს და გუშინდლამდე ჩემპმიონთა ლიგაში 14 შეხვედრა მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დაასრულა.

ბავარიელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირსი ბოლო 20 თამაშიდან პირველად დამარცხდნენ. მანამდე, 18 მატჩი მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.

პსჟ-სთან დაპირისპირებამდე მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგაში 2019 წლის 13 მარტს შინ „ლივერპულთან“ 1:3 დამარცხდნენ.

„ბაიერნმა“ ყველა ტურნირზე თავის მოედანზე 2019 წლის 30 ნოემბრამდე პირველად წააგეს. მაშინ, „რეკორდმაისტერს“ ლევერკუზენის „ბაიერმა“ 2:1 სძლია.

მიულერმა ჩემპიონთა ლიგაში 48-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით უკრაინელ ანდრე შევჩენკოსტან ერთად, შვედ ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა.

მასზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგაში კრიშტიანუ რონალდუმ (134), ლიონელ მესიმ (120), რობერტ ლევანდოვსკიმ (73), რაულმა (71), კარიმ ბენზემამ (70), რუდ ვან ნისტელროიმ (56) და ტიერი ანრიმ (50) გაიატნეს.