ლონდონის „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში სტუმრად „პორტუ“ 2:0 დაამარცხა.
მატჩის 32-ე წუთზე ანგარიში ნახევარმცველმა მეისონ მაუნტმა გახსნა. ის 22 წლის და 87 დღის ასაკში „ჩელსის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გოლი გაიტანა.
მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 41 შეხვედრაში 8 გოლი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ლონდონელებმა მეტოქის კარი პირველივე დარტყმით აიღეს.
85-ე წუთზე „პორტუს“ კარი ლონდონელთა შემადგენლობიდან ბენ ჩილუელმა აიღო.
აქვე გეტყვით, რომ „ჩელსის“ მეკარე ედუარ მენდიმ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული საწყისი 8 მატჩიდან შვიდში გოლი არ გაუშვა.
მან მიმდინარე გათამაშებაში თავის კარში ბურთი მხოლოდ „რენისგან“ მიიღო, რომელსაც „ჩელსიმ“ 2:1 აჯობა.
აქვე გეტყვით, რომ მენდიზე უკეთესი შედეგი პსჟ-ს ამჟამინდელ გოლკიპერ კეილორ ნავასს აქვს, რომელმაც „რეალში“ თამაშის დროს ჩემპიონთა ლიგის გამართულ საწყის 8 შეხვედრაში კარი „მშრალად“ შეინახა.





