„რუბინის“ გენდირექტორი:“ხვიჩას თაობაზე „ნაპოლიდან“, „იუვენტუსიდან“ და „მილანიდან“ არავინ დაგვკავშირებია“

0
18

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ „ნაპოლის“, „იუვენტუსისა“ და „მილანის“ მხრიდან დაინტერესების შესახებ მედიაში გავრცელებელ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.

„ნაპოლის“, „იუვენტუსისა“ და „მილანის“ მხრიდან ხვიჩას მიმართ გავრცელებულ ინფორმაციაზე ვერაფერს გეტყვით – ამის შესახებ ნობელი (ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი, რედ.) წერს. კლუბს არავინ დაკავშირებია და თუ დაგვიკავშირდებიან მოლაპარაკებას გავმართავთ. მისი შენარჩუნება გვსურს, მაგრამ თუ გრანდები დაინტერსდებიან, მისთვის ხელის შეშლის უფლება არ მაქვს.

მას ისე არავინ არავის მისცემს, მაგრამ ღირსეული წინადადებების შემთხვევაში, მით უმეტეს გრანდებიდან, როგორც არ უნდა მინდოდეს ხვიჩას შენარჩუნება, შემხვედრ ნაბიჯს გადავდგამთ. თუმცა, ჯერ წინადადება არ ყოფილა და რამეზე საუბარი ადრეა.

ასეთი სიახლეები მაკვირვებს თუ არა? იცით, გაფტს იუბილე ჰქონდა და ხოტბას ასხამდნენ, ხოლო მან თქვა: „იცით, თქვენ სულ საუბრობთ…მე კი გიჯერებთ“ – განაცხადა საიმანოვმა championat.com-თან საუბარში.