„ინდიანა პეისერსმა“, სადაც გოგა ბითაძე გამოდის, ეროვნული საკალათბურთო ასოცაციის მორიგ შეხვედრაში სტუმრად „სან ანტონიო სპურსს“ შეხვდა და დამატებით დროში 139:133 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დროს 126:126 დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა მოედანზე არასრული 15 წუთი გაატარა და 8 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მან 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. გოგამ ერთი 3-ქულიანი ააცილა.
„ინდიანაში“ საუკეთესო კარის ლევერტი იყო, რომელმაც 26 ქულა და 9 შედეგიანი პასი მიითვალა. მასპინძლებში დემარ დეროზანმა 25 ქულა, 4 მოხსნა და 6 ზუსტი პასი დააგროვა.
ბითაძის გუნდი 22 მოგებით და 26 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს შინ „ჩიკაგო ბულსთან“ ჩაატარებს.
