ხვიჩა კვარაცხელია:”მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ და მაქსიმალურად ვიხარჯებით”

0
60

ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ საბერძნეთთან (1:1) თანაბარი ბრძოლა იყო და საქართველოს ნაკრებს გამარჯვებაც შეეძლო.

კვარაცხელიამ, რომელმაც ულამაზესი გოლით ბერძნებთან მატჩში ანგარიში გაათანაბრა, კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდთან გააკეთა.

ხვიჩა კვარაცხელია: “საბერძნეთთან თანაბარი ბრძოლა იყო, მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. პირველი ქულა ავიღეთ და ეს სასიხარულოა, თუმცა მოგებაც შეგვეძლო. ვთვლი, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ, თამაშები მოვიგოთ და ჩვენს ჯგუფში მაქსიმუმი გავაკეთოთ. ყოველ მესამე დღეს თამაში ძალიან რთულია, რადგან ასეთ რეჟიმს მიჩვეული არ ვართ. მიუხედავად ამისა, მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ და მაქსიმალურად ვიხარჯებით. ალბათ გუნდს ცოტა დაღლილობაც ეტყობოდა. შემდეგ თამაშებშიც ძალიან უნდა მოვინდომოთ და გავიმარჯვოთ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მეტოქე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც შედეგის მიუხედავად ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან”.