კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე „თელავმა“ აზერბაიჯანელი ლეგიონერი ვუგარ ბაიბალაევი დაიმატა.
თელაველთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 27 წლის ნახევარმცველი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და საქართველოს ჩემპიონატში 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ბაიბალაევი ბოლოს აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბოლო 3 სეზონი „საბაილში“ გამოდიოდა, სადაც 33 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.
გარდა ამისა, ის სამშობლოში „თურანის“, „ბაქის“, „რავანის“, „ხაზარ ლენქორანის“, „ქიაფაზისა“ და „სუმგაითის“ ღირსებას იცავდა.
