მალტის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის H ჯგუფში ყველასთვის მოულოდნელად სტუმრად სლოვაკეთთან ქულა აიღო – 2:2.
აღსანიშნავია, რომ მალტელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს – მე-16 წუთზე ანგარიში გამბინმა გახსნა, ხოლო მე-19 წუთზე მასპინძელთა კარი სატარიანომ აიღო.
მალტელებმა ბოლო 20 წლის მანძილზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად 2 გოლი პირველად გაიტანეს.
მანამდე, მათ ასევე სლოვაკების კარი აიღეს, როდესაც 2:3 წააგეს. სხვათა შორის, გუშინდელ მატჩამდე მალტას ზედიზედ 13 ოფიციალური თამაშის განმავლობაში გოლი არ გაიტანია.
სლოვაკებმა ქულა მეორე ტაიმში გაათანაბრეს – 49-ე წუთზე სტრელეცმა გამოიჩინა, ხოლო 53-ეზე შკრინიარმა.





