შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის თქმით, ასაკის მატებასთან ერთად ოსტატობა არ დაუკარგავს.
„მოედანზე იმას ვაკეთებ რაც ვიცი. თამაშამდე არაფერს ვგეგამვ და ყველაფერი იმპულსურად ხდება.
ნინძას ტრიუკების შესრულება ისევ შემიძლია. ეს ყველაფერი ჩემშია, მიუხედავად იმისა, რომ 39 წლის ვარ.
ნაკრებში დაბრუნების შემდეგ წარმოუდგენელი შეგრძნება მქონდა. მხოლოდ შვედი გულშემატკივრები არ მყოფნიდა, რადგან ბოლოს როდესაც ეროვნულ გუნდში ვითამაშე სტადიონი სავსე იყო და სულ სხვა ატმოსფერო სუფევდა“ – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
იბრაჰიმოვიჩი თითქმის 6-წლიანი პაუზის შემდეგ, ნაკრებში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სტარტზე საქართველოსთან მატჩში დაბრუნდა და საგოლე პასი მიითვალა.
ის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია – 116 მატჩში 62 გოლი.
