ხვიჩა კვარაცხელიას შვედეთთან შეცვლის მიზეზი გაირკვა.
მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფის სასტარტო მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედებთან 0:1 დამარცხდა.
კვარცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ ქართველების ფრანგმა მცველმა ვილი სანიოლმა მის ნაცვლად მოედანზე ოთარ კიტეიშვილი გაიყვანა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და ამიტომ შეცვალეს. თუმცა, რა სიმძიმისაა ახალგაზრდა გარემარბის დაზიანება უცნობია.
