იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ ღონისძიება Gran Galà del Calcio-ს ეგიდით 2019-2020 წლების სეზონის შედეგები შეაჯამა და საუკეთესოები გამოავლინა.
გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ აღიარეს, რომელმაც 33 მატჩში 31 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
საუკეთესო მწვრთნელის წოდება ბერგამოს „ატალანტას“ თავკაცმა ჯან პიერო გასპერინიმ მიიღო.
განვლილი სეზონის საუკეთესო გუნდი „ატალანტა“ გახდა.
საუკეთესო ქალ ფეხბურთელად „იუვენტუსის“ მოთამაშე კრისტინა ჯირელი დაასახელეს, ხოლო მსაჯად – დანიელე ორსატო.
2019-2020 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
ჯანლუიჯი დინარუმა, რობინ გოსენსი, სტეფან დე ვრეი, ლეონარდო ბონუჩი, ტეო ერნანდესი, ნიკოლო ბარელა, პაპუ გომესი, ლუის ალბერტო, პაულო დიბალა, ჩირო იმობილე, კრიშტიანუ რონალდუ.





