შერმადინის 25 ქულა, 9 მოხსნა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება რიგის ვეფ-თან

0
34

გიორგი შერმადინის წინამძღოლობით ლენოვო ტენერიფემ  ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ესპანურმა კლუბმა ლატვიურ ვეფ რიგას უმასპინძლა და 77:64 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მატჩის MVP-ის ტიტულიც დამსახურებულად მიიღო.

შერმადინმა 23 წუთში 25 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა ისე მიითვალა, არ დაჯარიმებულა და ბურთი ერთადერთხელ დაკარგა. ტენერიფელთა ქართველი ცენტრი ფარქვეშ შეუჩერებელი იყო. რიგელები მასზე 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

შერმადინმა 14-დან 9 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31 შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს, სადაც 16 გუნდი 4 ჯგუფშია განაწილებული. შერმადინის გუნდი თითო მოგებ-წაგებით მეორე ადგილზეა ესპანური “ბურგოსის” უკან და და ბოსნიური “იგოკეასა” და რიგის ვეფ-ის წინ.

ტენერიფელები ჩემპიონთა ლიგაში მორიგ შეხვედრას 23 მარტს, შინ “იგოკეასთან” გამართავენ. შემდეგ ეტაპზე ანუ 8-თა ფინალში 2 წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო გადის.