
ფლორენციას „ფიორენტინას“ სერბი თავდამსხმელი დუშან ვლახოვიჩი კლუბის ისტორიაში შევიდა.
იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში ფლორენციელებმა „ბენევენტო“ მიიღეს და 4:1 დაამარცხეს.
ვლახოვიჩმა განვლილი მატჩის პირველ ტაიმში ჰეთ-თრიქი შეასრულა. მანამდე, ბოლო ფეხბურთელი ვინც „ფიორენტინას“ მაისურით პირველი ტაიმში სამი გოლი გაიტანა, შვედი კურტ ჰამრინი იყო. მან ეს 1964 წლის 2 თებერვალს „ატალანტასთან“ შეხვედრის დროს მოახერხა. სხვათა შორის, იმ თამაშში ლეგენდარულმა შვედმა საერთო ჯამში მეტოქის კარი 5-ჯერ აიღო.
ჰამრინი 184 გოლით „ფიორენტინას“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მე-2 ადგილზეა. პირველ ადგილზე ლეგენდარული არგენტინელი გაბრიელ ბატისტუტაა.
