ბათუმის „დინამოს“ მორიგი ტრანსფერი

0
51

ბათუმის „დინამოს“ კიდევ ერთი ახალწვეული გარემარბი ლაშა შინდაგორიძეა.

28 წლის ფეხბურთელმა ბათუმურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ბოლო 2 სეზონის განმავლობაში შინდაგორიძე ბელარუსის ჩემპიონატში სოლიგორსკის „შახტიორში“ გამოდიოდა, სადაც 2019 წელს თბილისის „საბურთალოდან“ გადავიდა. მან „შახტიორში“ 13 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მან სოლიგორსკელებთან ერთად ბელარუსის ჩემპიონატი მოიგო.

შინდაგორიძეს საქართველოში „ზესტაფონში“, თბილისის „დინამოში“, „ცხინვალში“, ქუთაისის „ტორპედოში“ და ბოლნისის „სიონში“ უთამაშია.

ის საზღვარგარეთ ბელარუსის გარდა უნგრეთის ჩემპიონატში გამოდიოდა, სადაც 2017-2018 წლების სეზონში „ბალმაზუივაროშში“ 5 მატჩი ჩაატარა.